უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 18:30
font-size

ეს მართლაც ისტორიული მომენტია - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ძლიერი საპარლამენტო მოდელის შექმნასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

„გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115 დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს, რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერი საპარლამენტო მოდელი გვექნება. იქნება მაკონტროლებელი ინსტიტუტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახით, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.

ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას. ეს მართლაც არის ისტორიული ეტაპი და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს", -განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია, რადგან მათ საკონსტიტუციო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ანა მებურიშვილი

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა - დავით ზალკალიანი

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ა

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

,,ქართულ ოცნებას’’ მიტაცებული აქვს მართმსაჯულება, სახელმწიფო და მიაქანებს ქვეყანას შეუმდგარი სახელმწიფოსკენ - მამუკა ხაზარაძე

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს მიაქანებს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ, - ასე აფასებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კენტის

მე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება - მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი

11 ნოემბერი, 2019 , 14:00

მე მჯერა რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან

საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწ