უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2021 12:39
font-size

ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა - თაკო ჩარკვიანი

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა ,– ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხნოოოო, 25-30 წელია კორუფციონერები კორუფციონერებზე საუბრობენ, რუსეთის აგენტები რუსეთის აგენტებზე, ეს რა უბედურებააა. ხალხო? ხალხი ჯიგარია, ბრძენია! ჩამოაშორეთ პროცესს ეს „გამობრძმედილი“ რუსული ვექტორი, რის გაკეთებასაც – რასაც უბრძანებს ოკუპანტი, იმას გააკეთებინებს რუსეთზე მომუშავე ვექტორს, ამას რა მიხვედრა უნდა ?! ერთობა გასაგებია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით – კი ბატონო, შევთანხმდით! მაგრამ ახლა რა ხდება??? ცოტა „მეტ საშიშროებას“ გრძნობს ხალხი და სწორად სვამენ კითხვებს – ლეგიტიმურად!

გამორიცხულია ამ ზოგიერთ პოლიტ-თაღლითთან „მსხვილ, ღირებულებების საკითხში ერთად ყოფნა ხალხმა გაიგოს. თუ მხოლოდ ვადამდელის გამო ვართ, მაშინ ყოფილი პრეზიდენტის ლანძღვა რა საჭიროა არ მესმის. სააკაშვილის წინააღმდეგ პირველ ჩვენებას რომ აწვება ბურჯანაძე (პოლიტიკური გვამია და „გაცოცხლებას“ ლამობს ამ აქციებით ), საქართველომ ომი დაიწყოო, კოსაჩოვს 20 ივნისის (თვალების დათხრის შემდეგ, გავრილოვის გამო ბოდიში მოუხადა) და მისი ჩვენებით ბრალი აქვს წაყენებული სააკაშვილს, არადა აქციაზე ძალიან ბევრი სწორედ მიშას მომხრეა, (პატივი ვცეთ ხალხს, იმისტებს ამისტებს), პარტია – დაშლილი ბოკერია კ.ბობოხიძის ამარა დარჩენილი, მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ კუთხე-კუთხე იყვიროს „მე კი ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი, „მარა“, მიშას ბრალია ყველაფერიო“, არადა სახელმწიფოში რაც ხდება, პირველი ვინც უნდა იცოდეს – ანუ სცოდნოდა უშიშროებაა, ჰოდა ეს ბოკერია თავის თავზე – საკუთარ თავზე ხომ არ მოუყვებოდა სააკაშვილს? თუმცა მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს ბოკერია, კიდევ რანაირად შეძლო იმ კაცმა რამის გაკეთება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველოს ანექსიის – ქვეყნის გადაბარების საშიშროებაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ ფრთხილად! ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად, მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო!

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას „თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო“ მათ ვპასუხობ: ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და „იქაც“ ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს ჩემს სამეგობრობს ფ.ბ- ში, რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ -პუტინთან ერთად გავრილოვებს ვერ მოვუგებთ! და კიდევ: პოლიტ „სიფათები“ კი არა პიჯაკი და კაბა ბეზრდება ადამიანს ერთი და იგივე“, – წერს ჩარკვიანი.

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი

9 აპრილი, 2021 , 15:11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის მედიაციით საქართველოში გამართულ მოლაპარაკებების ორ რაუნდს გამოეხმაურა და თქვა, რომ დათმობაზე ორივე მხარე უნდა წასულიყო, თუმცა კომპრომისის გამბედაობა არც ხელისუფლება

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

9 აპრილი, 2021 , 14:15

ჩვენ როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვმუშაობთ და ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს - სწორედ ამის შედეგია განცხადებები, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილისგან ვისმენთ, -

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 14:15

მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება, ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვ

მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე

8 აპრილი, 2021 , 20:15

შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - განცხადებას ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აკთებს და ამბობს, რომ "შეთანხმება აუცილებლად იქნ

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს

8 აპრილი, 2021 , 17:00

პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მე

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს

8 აპრილი, 2021 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ პლენარული სხდომების კვირა არ არის, საჭირო იქნება რიგგარეშე ს