უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2017 14:25
font-size

ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი - გიორგი მარგველაშვილი

დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტთან ერთად ტაბახმელაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

,,ეს მიწა-წყალი, ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლო. აქ მიმდინარეობდა რეალურად ის ბრძოლები, რომელიც ბოლო ზღვარი იყო, ვიდრე აიღებდნენ თბილისს. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები დედაქალაქს იცავდნენ, ნაწილი ამ სანგრებისა აღვადგინოთ, რადგან ახალგაზრდებმა, ტურისტებმა, ჩვენ ყველამ ვნახოთ ის ადგილები, სადაც იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნისთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა.

მათივე ინფორმაციით, აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით.

ნინო ექვთიმიშვილი

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დებულების მიზანია საქ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების დანერგვა იგეგმება

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნ

რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

14 ნოემბერი, 2018 , 17:45

14 რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანება. განცხადებას “მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ,,ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ

რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 და 15 ნოემბერს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ“ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას მა

Mastercard-ი მომხარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

ვითიბი ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს  Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 7 ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, Mastercard-ის ბარათით გადახდისას, ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი მოიგოს სამი მანქანი

წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა

14 ნოემბერი, 2018 , 16:35

მწერალთა სახლში წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის, მწერალ გიორგი კაკაბაძის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ლონდა მამასახლისაშვილის ავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`