უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 აპრილი, 2017 13:30
font-size

ეს მხარდაჭერა კარგად აჩვენებს თუ როგორ არის იზოლირებული რუსეთის ფედერაცია - მიხეილ ჯანელიძე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მისი ყოველწლიური განხილვა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 ანგარიშის შეფასებისას, რომელიც საქართველოში კონფლიქტებს შეეხება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს.

„ეს მხარდაჭერა კარგად აჩვენებს თუ როგორ არის იზოლირებული რუსეთის ფედერაცია და მისი ყოველგვარი აგრესიული ქმედება შესაბამის სამართლებრივ შეფასებას ჰპოვებს შესაბამის ორგანიზაციებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ასევე, ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ მოხსენებას, სადაც აღწერილია აბსოლუტურად ყველა ის ქმედება და დარღვევა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას და ასევე სხვა ქვეყნების განცხადებებს, რომელიც გმობს, რუსეთის ფედერაციის ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს, მოუწოდებს მას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ასევე, ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. საქართველო გააგრძელებს თავის კონსტრუქციულ, სამშვიდობო პოლიტიკას, რათა კონფლიქტის დარეგულირება მოხდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია - თამარ ჩუგოშვილი

18 აპრილი, 2018 , 17:25

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესი არაფერ

ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურველია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი - გედევან ფოფხაძე

18 აპრილი, 2018 , 16:40

ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ. „მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურ

დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს საკუთარი ფუნქციები უკეთ შეასრულოს

18 აპრილი, 2018 , 16:05

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი - დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გ

პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა-სერგო რატიანი

18 აპრილი, 2018 , 14:20

„პრეზიდენტი იყო ერთი პატარა ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის კრიტიკასთან და ახალი

გიორგი აბაშიშვილის განცხადება რაღაც ისტერიკულია - გია ვოლსკი

18 აპრილი, 2018 , 14:20

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ გაერთიანდნენ გიორგი მარგველაშვი

როგორი ასატანია, პრემიერს უპირისპირდებოდნენ დეპუტატები,რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში - დავით ჭიჭინაძე

16 აპრილი, 2018 , 17:46

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები ე.წ. „ახლები“ ფარულ მოლაპარაკებებს მართავენ. მისი თქმით, თალაკვაძეს და მდინარაძეს თანამდებობების დაკავების მორალური უფლება ა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე