კომენტარი


ეს მოსაზრება და ბრალდება, არამხოლოდ უსაფუძვლო მგონია, არამედ არის ავადმყოფური - გია ვოლსკი
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გია ვოლსკის შეფასებით, უსაფუძვლოა ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს “ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული.
,,საკითხის ლოგიკიდან გამომდინარე, ადამიანის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველანაირი პრაგმატული შეფასებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ვინმემ დაუშვას, ამ ზომისა და ამ წონის უბედურება მოახდინოს, ამდენი ადამიანი ზარალში ჩააგდოს და ამაში რაღაც ბიზნესინტერესი ჰქონდეს, როცა ქვეყანას, სახელმწიფოს ამდენი პრობლემა აწევს ზურგზე - “კარფური“ იქნება თუ სხვა სავაჭო ორგანიზაცია აქედან რაიმე შედეგს მიიღებს... ეს მოსაზრება და ბრალდება, არამხოლოდ უსაფუძვლო მგონია, არამედ ვისაც ის თავში გაუჩნდა, არის ავადმყოფური, მიმართული იქითკენ, რომ ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს უსაფრთხოების თემას. ადამიანები, ვინც ამ იდეას აჟღერებენ ან პოლიტიკურად არიან მოტივირებული ან საერთოდ მოცილებული იმ რეალობას, რაც საქართველოში გაგვაჩნია,’’ - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მოხდება საკითხის სპეციალური განხილვა და ზარალის დათვლა.
“ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ არ არიან მარტო დარჩენილი საკუთარი ბედის წინაშე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10