უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 აპრილი, 2020 14:35
font-size

ეს ნიღბები იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად; მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას - პაატა იმნაძე

მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ მოსწონს ხოლმე ასეთი რამეები, გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არა თუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა.

სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი“ ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე, ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად.

ჩვენ ექიმებს ვურჩევთ გამოიყენონ რესპირატორი N95, მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არა თუ მოსახლეობამ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი