უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2018 17:35
font-size

ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე

გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს ხვდება.

შეხვედრაზე მისულ ადგილობრივებს ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ცვლილებებს და უკეთეს მომავალს.

ბურჭულაძის განცხადებით, ივანიშვილმა საქართველოს თავზე დაასვა მთავრობა, რომელიც ახორციელებს ადამიანების დევნას და ქვეყანას გაჭირვებაში აცხოვრებს.

„დღეს მე აქ მოვედი, როგორც რიგითი მოქალაქე, აქ მომიყვანა დიდმა წუხილმა. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიძულვილს, ადამიანის შეურაცხყოფას, დევნას, რომელიც შეძლო ამ მავნებელმა მთავრობამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოგვიყვანა და დაგვასვა თავზე. მათ შეძლეს ჩვენი გაყოფა, ხალხო, შეძლეს, რომ ასეთ შეურაცხყოფს ვაყენებთ ერთმანეთს. ეს მათ აწყობთ. ბიძინა ივანიშვილს აქვს გენიალური ძალიან დიდი უნარი მოიყვანოს უნიჭო და უპატივცემულო ადამიანები ქვეყნის სათავეში, რომ მას დაემორჩილონ.

დღეს პროკურატურა პროკურატურა არ არის, სასამართლო სასამართლო არ არის, ის წყვეტს ყველაფერს. ჩვენ ამას ავიტანთ? გუშინ გადავეცი პრემიერს ჩვენი ყველას სია, 400 ოჯახის და სტუდენტების, რომლითაც სწავლის დაფინანსება უნდათ, როცა ვიძახი ფონდ იავნანას, ჩვენ ვართ ყველანი. ჩვენ უკვე დავუფინანსეთ პირველი სემესტრი, მეორე სემესტრს მთავრობა უნდა უფინანსებდეს. ვნახოთ, უნდა შევამოწმოთ, როგორ მიხედავენ ამ ხალხს. ჩვენ ამას ქველმოქმედებით ვაკეთებდით, ეს მათი ვალდებულებაა,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფონდ იავნანას დამფუძნებელმა, ,,ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატზეც, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა.

„ეს ქალბატონი თვითონ ვერ ხვდება, რატომ უნდა მისცენ ხმა. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ საბჭოთა ეპოქაში ჩაგვიყვანოს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ზუგდიდელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს

12 ოქტომბერი, 2019 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათი

გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დღეს გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, დღეს, 13 საათიდან გორი თავისი ძველი ტრადიციებითა და კულტურით გაცოცხლდება. დღესასწაული კირიონ II - ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგ

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშ

რაჭის რეგიონში რთველი მიმდინარეობს

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

11 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. ქალაქ ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაია

რაჭის რეგიონში რთველი იწყება

9 ოქტომბერი, 2019 , 14:25

კახეთის რეგიონის შემდეგ, რთველი რაჭაში იწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაე