უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 ივლისი, 2018 12:35
font-size

„ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული“ - გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩალით მივიდა

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ჩალით მივიდა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ეს ქმედება წულაიამ განმარტა იმით, რომ „ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული“.

მან აღნიშნა, რომ ჩალის მოტანით აპროტესტებს ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილ უსამართლო გადაწყვეტილებებს. ამის მაგალითად წულაიამ მოიყვანა წყალტუბოს მუნიციპალიტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძის შემთხვევა, რომელიც მეოთხე წელია აპროტესტებს, მის საკუთრებაში არსებული სასოფლიო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გრანიტის მოპოვებას.

წულაია სწორედ დანგაძესთან ერთად მივიდა სასამართლოში.

„ეს ქალბატონი ერთი არაა, ათობით, ათობით კი არა, ასობით ადამიანია, რომელიც სამართალს ვერ პოულობს წლების განმავლობაში, არიან რიგში და თუ მოუწევთ, მერე რა გადაწყვეტილებებს ღებულობს ეს მურუსიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო სასამართლო, ეს კიდე ცალკე თემაა. სიმბოლურად, ის რომ ეს ქვეყანა არის ასე ჩალით დახურული, მოვიტანეთ ჩალა და ყოველივე ამას ვაპროტესტებთ“, -განაცხადა წულაიამ.

დანგაძის თქმით, შპს „ანრე 2006“-მა და შპს „სვაია“-მ საკუთარი მიწა წაართვეს. მისივე მტკიცებით, კომპანიებს მთავრობა მფარველობს. დანგაძემ მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძესა და მთავრობას მოუწოდა, მისი კუთვნილი ტერიტორია დაუბრუნონ.

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

19 თებერვალი, 2019 , 13:05

რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ ონის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. როგორც პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალე

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

18 თებერვალი, 2019 , 14:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 66

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის

18 თებერვალი, 2019 , 10:15

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის. ცეცხლი ჯერ სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, შემდეგ კი სადგურს გადაედო. - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“ იტყობინება

ხანძარი თიანეთში - მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

თიანეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტროსადგურში, ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე გუშინ გაჩენილი ხანძარია.ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“ იტყობინება. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-ს

ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კურორტზე ზღვის სა