უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2018 10:30
font-size

ეს საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში და არა ქუჩაში - სულხან სალაძე

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობს და არ არის გამორიცხული ახალი დეტალები გამოიკვეთოს.

„შეხვედრის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, დავსვით რიგი კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს და მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს კითხვები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დახურულია და ბევრ დეტალზე არ არის წვდომა.

ბუნებრივია მათი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო მნიშვნელოვანი.

ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ გამორიცხავს ახალი დეტალების გამოკვეთას ამ საქმეში, მათ შორის გამოძიების წარმოების დროს გარკვეულ ხარვეზებზე, რამაც შემდგომში განაპირობა გარკვეული შედეგების დადგომა. სამინისტროს განცხადებით, ისინი მოწადინებულნი არიან და მათი დიდი სურვილია ამ საქმეზე საბოლოოდ დადგეს ისეთი განაჩენი, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში არ დარჩება კითხვები, ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად, თუმცა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ საქმეზე არ არის ისეთი დროის ლიმიტი, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. ცხადია, გონივრულად მცირე დროის მონაკვეთში უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული. მათაც აქვთ მოლოდინი, რომ გაცილებით მეტი საუბარი შეიძლება განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ის თუ როგორ ასაბუთებს სასამართლო.

ჩემი მოლოდინი არის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში, სხვა უწყებებში არა და მითუმეტეს, ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება მხოლოდ ამ შენობაში, პროკურატურაში და სასამართლოში“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

„რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ - საზაფხულო სკოლა გაიხსნა

18 ივნისი, 2018 , 15:05

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა. თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს

„გაუფრთხილდი ქალაქს“ - თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს

18 ივნისი, 2018 , 15:05

„გაუფრთხილდი ქალაქს“ - დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმა

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული

18 ივნისი, 2018 , 14:20

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული - მათ უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდებათ. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საქართვ

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო შესყიდვის ახალი ხელშეკრულებაც დაირღვა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 ივნისი, 2018 , 14:20

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების სრულყოფილი სახით წარმოდგენაზე სახელმწიფოსა და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს დადებული შეთანხ

პარლამენტს 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივა წარედგინება

18 ივნისი, 2018 , 12:20

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის სახელით პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირების

საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

18 ივნისი, 2018 , 12:20

დღეს, თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე