უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2018 16:30
font-size

ეს საქართველოდან შეკვეთილი მკვლელობა იყო - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობა ქართული მხარის შეკვეთილია. ამის შესახებ რუსუდან ტატუნაშვილმა იბერიის ტელევიზიის ეთერში თქვა.

„ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა, საქართველოდან. ოსებს არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ ჩემი შვილისადმი. რაც აჩიკომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ გადაადგილებაც შეუზღუდდეს გამშვებ პუნქტზე, რამდენიმე ხანი გაჩერებულიც იყო“, -თქვა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ტატუნაშვილის დედამ დააზუსტა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი იყო.

„ხმა მისცა უბრალოდ არჩევნებში, ღებულობდა მონაწილეობას, „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი იყო“, - განმარტა ტატუნაშვილის დედამ.

კითხვაზე, რატომ უნდა მოეკლათ, ტატუნაშვილის დედამ უპასუხა, რომ „ალბათ ვიღაც-ვიღაცებს ხელს უშლიდა და იმიტომ“.

რუსუდან ტატუნაშვილმა გაიხსენა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მორიგი გადასვლის დროს არჩილ ტატუნაშვილი გააფრთხილეს დაჭერის შესახებ.

„როცა იყო იქ ასული სოფელში, არის ერთი პიროვნება, რომელიც იძებნება ამჟამად, იქ ცხოვრობს და აქეთ ვერ გამოდის, იმან გააფრთხილა, უთხრა, რომ, შენ სულერთია დაგიჭერენ, იქ თუ არა, აქ მაინც დაგიჭერენ“, - განაცხადა ტატუნაშვილის დედამ.

რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, იმ პიროვნებას კახა კესაური ჰქვია.

„პირადი ინტერესი არაფერი არ ჰქონდა, უბრალოდ სუფრასთან ისხდნენ, ნასვამი იყო და უთხრა ჩემს შვილს, რომ შენ სულერთია დაგიჭერენ. გაშიფრული ხარ“, - დაამატა რუსუდან ტატუნაშვილმა.

რას გულისხმობდა კესაური გაშიფრულში, ტატუნაშვილის დედამ ვერ განმარტა.

მან დაამატა, რომ ჯერ ვერ დაასახელებს სავარაუდო დამკვეთს.

„ჯერ ვერ დავასახელებ, ჯერ პროკურატურაშია საქმე, ძიებაშია, მაგრამ იმედი მაქვს მე, რომ ექსპერტიზის დასკვნა დროულად დაიდება და ჩემი შვილის ცხედრით არ ისპეკულირებენ“, -განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს,მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი დარუპვის შესახებ. ტატუნაშვილის ცხედარი ქარტულ მხარეს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.

პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა - კახა კოჟორიძე

20 აგვისტო, 2018 , 17:45

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მო

სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს

20 აგვისტო, 2018 , 17:45

"საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. გიგაური

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილი

20 აგვისტო, 2018 , 16:55

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. "დღეს შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტოს - სასამართლოს საკ

შალვა ნათელაშვილი სოკარისათვის სანქციების დაწესებას ითხოვს

20 აგვისტო, 2018 , 15:55

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საწვავის ბოლო დროინდელი გაძვირება ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ ალიევის ერთობლივ სქემას უკავშირდება. ნათელაშვილი ევროსაბჭოს მიმართავს და

გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერი - ირაკლი კობახიძე

20 აგვისტო, 2018 , 14:50

გერმანიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქა

გურიის ახალი გუბერნატორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და მხარდამჭერი ზურაბ ნასარაია გახდა - რუსთავი 2

20 აგვისტო, 2018 , 12:40

გურიის ახალი რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახდა. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ნასარაია რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას სავარაუდოდ, სწორედ რკინიგზაში მუშაობის პერიო

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან