უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
საზოგადოება
ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ მშობლებს, გამოიყვანონ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ - ლევან დადუნაშვილის მამა
„მოგიწოდებთ, ვინც თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, ჩვენება მისცეთ, რომ სწორი გამოძიება წარიმართოს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ დათო დადუნაშვილმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.
დათო დადუნაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება, თუკი საზოგადოება აიძულებს მშობლებს, გამოიყვანონ თავიანთი შვილები ჩვენების მისაცემად.
„გამოვიდეთ ყველა, მივმართოთ მათ, რომ თავისი შვილები... ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ მათ, იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავის შვილები, რომ ჩვენება მისცენ, სწორი გამოძიება წარიმართოს და სრული გამოძიება წარიმართოს“, - განაცხადა დადუნაშვილის მამამ.
მან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა. დათო დადუნაშვილმა დასძინა, რომ მას და სარალიძეს ერთი ტრაგედია აერთიანებთ, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათ გვერდითაა და გამოძიების ჩატარების საშუალება უნდა მისცენ.
აქცია სახელწოდებით #ნუმომკლავ გუშინ გაიმართა თბილისის პარლამენტთან. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდება.
აღნიშნული აქცია ორი დღის წინ დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან. სარალიძის თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.
ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
31 მაისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.