უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2018 11:40
font-size

ესაა ჩვეულებრივი კორუფციული სქემა, ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება - ნატო ჩხეიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა, რომლებშიც საუბარია თამბაქოს ბიზნესის წილების გადანაწილებაზე, ასახავს იმას, რომ ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის უცხო არაა კორუფციულ სქემებში ჩართვა სახელმწიფოს მონაწილეობით.

„ძალიან ბევრი შეკითხვაა ახლა, მაგრამ იმათთვის, ვინც არიან ბიზნესში საქართველოში, ასეთი რამ უცხო არ იქნება. ეს საზოგადოებისთვისაა, ხოლო ბიზნესმენებისთვის, ვფიქრობ, არ იქნება უცხო, იმიტომ რომ ასეთი სქემები , ალბათ, არც პირველი არ იყო, არც ბოლო იქნებოდა, ალბათ, ეს სქემა მიღებული რომ ყოფილიყო.

აშკარაა, რომ ისეთი დამუშავებულია ეს ყველაფერი, რომ ეს არ არის უცებ ერთი კომპანიისთვის შექმნილი. ეს ალბათ, არის სწორედაც რომ აპრობირებული“, -თქვა ჩხეიძემ გადაცემაში „არჩევანი“.

„ომეგა ჯგუფისთვის“ შეთავაზებული სქემის მიხედვით, უნდა შექმნილიყო ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებდა. შემოსული თანხის 50% უნდა ჩარიცხულიყო ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს, სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა“, 25%-25% უნდა განაწილებულიყო „ოჯთ“-სა და „თბილისის თამბაქოს“ შორის. ნატო ჩხეიძის თქმით, რეალურად საუბარი იყო 18-18%-იან წილებზე.

„როდესაც ეს სქემა იყო განხილული და ზაზასგან მიუღებელი ასეთ სქემებსა და კორუფციულ მორევში მონაწილეობა, ის , რაც მე ვიცი და რაც ოჯახში ითქვა, რონ 25-25% იქნებოდა თამბაქოს კომპანიების წილი, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნებოდა 18 %“, -თქვა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ამ 18%-ით „ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანია „იბერიის“ შენახვას ვეღარ შეძლებდა.

ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ეს 7-7% ბიჭებს ჩაერიცხებოდათ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, „ბიჭებში“ ვინ იგულისხმებოდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ „ბიჭში“ უჩა მამაცაშვილი იგულისმხება.

ნატო ჩხეიძის თქმით, იმის გამო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნულ სქემაზე უარი თქვა, მისი წარმოება გაჩერებულია.

„იმის გამო, რომ ეს სქემა ზაზას მიერ არ იყო მიღებული, ზაზას ფაბრიკა, ასე ვთქვათ, დახურულია ახლა, ხოლო ის ფაბრიკა, რომელსაც ბატონი ჩხარტიშვილი [„თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ვანო ჩხარტიშვილი] ამუშავებს, ის ფუნქციონირებს, აქამდე მივიდა ამ სქემის შედეგები.

ესაა ჩვეულებრივი კორუფციული სქემა. ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება. ესაა, რომ უნდა შეხვიდე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მორევში და ამას, ცხადია, ზაზა არ გააკეთებდა და არც გააკეთა, ამიტომაცაა, რომ დღეს „ოჯთ“ დახურულია, აღარ მუშაობს, თანამშრომლები აღარ არიან, ვეღარ არიან, ვერაფერს ვერ აწარმოებენ. ესაა ამ სქემის მიუღებლობის შედეგი“, -თქვა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, თუკი „ომეგა ჯგუფი“ ამ სქემას დათანხმებოდა, ის კვოტებს მიიღებდა.

„თუკი ამ სქემაში შეხვიდოდი, პრობლემა აღარ იქნებოდა. ფაბრიკები იმუშავებდნენ, დემპინგი აღარ იქნებოდა ქვეყანაში და გარკვეული კვოტებიც იქნებოდა იქ. იმ ჩანაწერში ერთი ნიუანსია, რომ კვოტებს აწესებდა ბატონი ქუმსიშვილი [ყოფილი ფინანსთა მინისტრი]. ეს იმიტომ რომ, ზუსტად უნდა იცოდე, იმიტომ რომ ფინანსური დირექტორიც თვითონ უნდა ყოფილიყვნენ იმ ფონდიდან, უნდა ჰქონოდათ აწონ-დაწონილი ყველაფერი.

ყოველ შემთხვევაში ეს სქემა არის ერთი რამ , რომ სახელმწიფოში მოქმედი ჩინოვნიკები როგორ ერევიან ბიზნესში და არა მხოლოდ ერევიან, არამედ მათი ქარნახით, როგორც მაგათ უყვართ სიტყვა, „ლაგდება“ ეს ბიზნესი, შემოსავალი, გასავალი, უცხოელებთან მოლაპარაკება. დემპინგის გაჩერება ძალიან მარტივი საქმეა“, -აღნიშნა ჩხეიძემ.

კითხვაზე, როგორ მივიდა საქმე „იბერიამდე“, ჩხეიძემ უპასუხა, რომ „იბერიაში“ შექმნილი პრობლემები „ომეგა ჯგუფისთვის“ შემოთავზებულ სქემაზე უარის თქმამ განაპირობა.

„ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ეს სქემა არ გამოვიდა და „იბერია“ ამ სქემის მიხედვით ვერ გაანეიტრალეს. ამ სქემით „იბერია“ ძალიან მარტივად განეიტრალდებოდა, რაღაც სახით აღარ იქნებოდა და ცხადია, მათაც აღარ მოუხდებოდათ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ზაზა ამ სქემას არ გაჰყვა და არ გააკეთა, ამას მოჰყვა შემდგომ სხვა სახით ფინანსების მიღება, ეს იყო ის კონტრიბუცია და ეს იყო „იბერია“, რომ „იბერია“ აღარ ყოფილიყო და მათა რაღაც სახის ფინანასური სარგებელი ჰქონოდათ“, -დასძინა ჩხეიძემ.

გუშინ გამოაქვეყნდა აუდიოჩანაწერები და ფოტომასალა, რომელბშიც ასახულია შეხვედრა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილებაზეა საუბარი.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, “თბილისის თამბაქოს” აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესწრებოდნენ.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ