კომენტარი


ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები - გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე
ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე დღეს, ფილარმონიაში 18:00 საათზე ისაუბრებს.
„გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის 11 პოლიტიკური სუბიექტი, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, თითოეული ადამიანის მონაწილეობით, ვინც გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოშია. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება გითხარით, დღეს ფილარმონიაში ვიკრიბებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ესაა ერთი კონკრეტული ადამიანის განცხადებები, საკუთარი მოსაზრებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25