უკან

მსოფლიო

26 მაისი, 2018 17:30
font-size

ესაა იმ ჩუმი რევოლუციის კულმინაცია, რომელიც მიმდინარეობს ირლანდიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში - ირლანდიის პრემიერი აბორტების ლეგალიზებაზე

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი ქვეყანაში „ჩუმ რევოლუციას“ მიესალმება. პოლიტიკოსი ასე ეხმაურება ეგზიტ-პოლის შედეგებს, რომლის მიხედვით გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 69%-მა მხარი დაუჭირა აბორტების ლეგალიზებას.

„ჩვენ ვართ ერი, რომელიც არაა დაყოფილი, ჩვენ ერთიანი ვართ და მზად ვართ ცვლილებების განსახორციელებლად“, - აცხადებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.

ვარადკარი, რომელიც ასევე უჭერს მხარს აბორტების ლეგალიზებას, ამბობს, რომ „რასაც ვხედავთ, ესაა იმ ჩუმი რევოლუციის კულმინაცია, რომელიც მიმდინარეობს ირლანდიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში“.

ის აღნიშნავს, რომ ირლანდიელ ამომრჩევლებს სჯერათ და ისინი პატივს სცემენ ქალებს, რათა მათ სწორი არჩევანი და გადაწყვეტილებები მიიღონ თავიანთი ჯანდაცვის შესახებ.

გუშინდელ რეფერენდუმზე ამომრჩეველს ჰკითხეს, სურთ თუ არა ამოიღონ კონსტიტუციიდან ე.წ. „მერვე შესწორება“, რომელიც ნაყოფსა და ფეხმძიმე ქალს სიცოცხლის თანაბარ უფლებას ანიჭებს.

ამჟამად ირლანდიაში ევროპაში ერთ-ერთი უმკაცრესი აბორტსაწინააღმდეგო კანონმდებლობა მოქმედებს. ქვეყანაში აკრძალულია აბორტის გაკეთება მაშინაც, თუკი ქალი გაუპატიურებისა თუ ინცესტის შედეგად დაფეხმძიმდა, ან თუკი ნაყოფს განვითარების ანომალიები აღენიშნება. გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი უშუალო საფრთხე ემუქრება ქალის სიცოცხლეს, მათ შორის გამოვლინდა თვითმკვლელობის რისკიც (რაც უნდა იყოს დადასტურებული სამი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე).

ირლანდიური კანონმდებლობით არალეგალური აბორტის შემთხვევაში ქალს 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი