უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2017 12:35
font-size

ესაა კონსესუსის მიღწევის ბოლო მცდელობა - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღეს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ დახურულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსის მიღწევის ყველა ვარიანტს განიხილავენ.

აბაშიშვილმა მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ ესაა შეთანხმების მიღწევის ბოლო შესაძლებლობა.

„დღეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე განვიხილავთ კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება თან ახლდეს კონსტიტუციის მიღებას. თავისთავად, პრეზიდენტის მიერ მიღებულ ინიციატივაში კონსენსუსი უკვე დაშვებულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონს დავუმატოთ ძირითადი შეთანხმებული საკითხები. სწორედ ამ შეთანხმების შესაძლებლობებზე ვიმსჯელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუცია მიღებული იყოს მხოლოდ ერთი პარტიის გადაწყვეტილებით.

ეს არის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა და ბოლო შეთავაზება მმართველი გუნდისთვის, რომ ნამდვილად არსებობს კონსენსუსის რესურსი. მთავარია ეს შესაძლებლობა იქნას გამოყენებული, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით“, -თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ანა მებურიშვილი

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონად მიღებამდე, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს

23 თებერვალი, 2018 , 17:50

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს ე.წ. გირგვლიანის შესწორებები არ დაივიწყოს. გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე პრემიერის განცხადების კ

სესიაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების საქართველოში ყოფნას უარყოფს

23 თებერვალი, 2018 , 17:00

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი არც ერთი პირი არ იმყოფება. ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა. სესიაშვ

„თავისუფალი საქართველო“ „ადეიშვილის ნარჩენებისგან სასამართლოსა და პროკურატურის გაწმენდის“ მიზნით საპორტესტო აქციებს აანონსებს

23 თებერვალი, 2018 , 17:00

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებული უვადო მოსამართლეების გამო ფართომასშტაბიან კამპანიას აანონსებს. პარტიის განცხადებაში წერია, რომ გუშინდელმა კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ხ

მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟმა შეიძლება დატბოროს-გაანადგუროს რამდენიმე ქუჩა

23 თებერვალი, 2018 , 17:00

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მოუწოდა თბილისის მერიასა და საკრებულოს, შეაჩერონ ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე ქედის დემონტაჟი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მ

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს - ქეთევან ციხელაშვილი

23 თებერვალი, 2018 , 15:55

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე