უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2016 17:00
font-size

ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ არა ტელეფონით, ეს არის გადაღებული ჩემ მიერ ფარულად - ნიკა გვარამია

ინტერნეტში წუხელ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.

საუბარია აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამია და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.

როგორც გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ფარული ჩანაწერები პირველი არ არის, თუმცა ამ ტიპის გამოყენებული მასალა ნამდვილად პირველია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს ჩანაწერია გაკეთებულია მის მიერ, არა ტელეფონით, ეს არის გადაღებული მის მიერ ფარულად.

"ეს მოვლენები დაახლოებით ერთი წლის წინ ხდებოდა, როცა ჩვენი საქმის პიკი იყო, ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა, მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რომ პროვოკაციას არ ჰქონოდა შემდგომში ადგილი, ან თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქმული, შემდეგ მტკიცებულებად გამოგვეყენებინა. ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხვდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში. პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს და ჩვენს ქსელში გარკვეული პერიოდი იყო.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან. ეს არის კიბერდანაშაული. ყველას გვაქვს ეს ჩანაწერი მოსმენილი, გაშიფრულიც გვაქვს. კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ეს ჩანაწერი.

ჩვენთვის პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ. როგორც ჩანს, ორი ვარიანტია, ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები, იმიტომ, რომ ეს მასალები ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს წესით ყველასთვის.

რამდენიმე თვის წინ ჩემი პერსონალური ელექტრონული ფოსტებიც გატეხეს და გამოაქვეყნეს. მათ შორის ჩამონტაჟებული იყო იქ მთელი რიგი ტექსტები. ეს ერთი წლის წინ მოხდა, თუ არ ვცდები, მაგრამ არავის არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია, მათ შორის არც პროკურატურას. ამით რუსთავი 2-ის დაზარალება არის შეუძლებელი. ამ შემთხვევაში ეს არ არის ფარული მოსმენა და მიყურადება, ეს არის კიბერდანაშაულის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, "- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე