უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 17:22
font-size

ესეც ის დუმილია, რაც დანაშაულის ტოლფასია - როსტომ ჩხეიძე

უჩემოდაც ბევრი ითქმის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩარტერულ რეისსა და ამ ყოვლად გაუმართლებელი მოქმედების მიჩქმალვა-გადაფარვის მცდელობებზე მმართველი პარტიის მხრიდან. ბევრი ითქმის ვითომდა კერძო პირის, სინამდვილეში კი დიდი გავლენის მქონე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, - ამის შესახებ დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ისედაც ათასი პრობლემითა და თავსატეხით სავსე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ავისმომასწავლოებლად შემოიჭრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ვითომდა მომლოცველთა ჯგუფის ჩამოსვლა თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად.

ექვსი გვარის 23 წარმომადგენლის ორდღიანი ვიზიტი თითქოსდა ჰუმანიტარულ მიზანს ისახავდა, მაგრამ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჰუმანიტარულ მიზანს კრემლის იმპერიულ გეგმებთან, ზედაპირზე რომ ძევს ეს გეგმა.

თრუსოს ხეობას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თავის კუთვნილ ტერიტორიად მოიხსენიებს და კარგა ხანია არის მცდელობა საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა ამ მიმართულებით.

და აგერ კიდევ ერთი სიგნალი ამ მისწრაფების გზაზე.

მაინც როგორ შეიძლება მომხდარიყო აშკარად პოლიტიკური მიზნით მომზადებული მომლოცველების შემოსვლა საქართველოს საზღვარზე?

რუსეთის საინფორმაციო წყაროებიდან შევიტყობდით, რომ:

ეს ვიზიტი ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და წინასწარ ოფიციალური ნოტაც გამოეგზავნა საქართველოს საგარეო სამინისტროს.

გამოყენებული ყოფილა პირადი კონტაქტებიც საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან.

რუსეთის მხრიდან ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ მათი საგარეო სამინისტრო და საქართველოში მოქმედი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია, რომელნიც მიზანმიმართულად ახორციელებენ იმპერიულ პოლიტიკას.

და რატომღა უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ანტისახელმწიფოებრიც, ანტიხალხურ და ანტიჰუმანურ აქციაში საქართველოს მხარესაც?

ქართველო ლტოლვილები ხომ ვერაფრისდიდებით ვერ ახერხებენ, რომ: თუნდ ერთადერთ დღეს - აღდგომას - გადავიდნენ საოკუპაციო ხაზის იქით და მოინახულონ წინაპართა თუ ოჯახის წევრთა საფლავები.

რადიო „თავისუფლება“ რომ მოინდომებდა გაერკვია, როგორ და რატომ უნდა მომხდარიყო ქართული მხარის თანხმობა ამ ყოვლად გაუმართლებელ პოლიტიკურ აქციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმით მოიცილებდათ:

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიაო.

ჟურნალისტების შეკითხვა უპასუხოდ დარჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთა აპარატშიც.

საერთოდაც გატრუნვას ამჯობინებდნენ, არც კი გაფაჩუნდებოდნენ ეს უწყებები, არამცთუ პროტესტი განეცხადებინათ რუსეთის მედია თრუსოს ხეობას ოსების ისტორიულ სამშობლოდ რომ მოიხსენიებს და ამით ახდილად გამოხატავს, მის მისაკუთრებასაც რომ ლამობს.

მართალია ამ ხეობაში ერთხანს ოსებიც ცხოვრობდნენ, მაგრამ არც ტერიტორიუილად და არც კულტურულად თრუსოს მიდამოები მათი კუთვნილება არასოდეს ყოფილა.

თრუსოს ხეობა არის ერთ-ერთი, ჯერაც კარგად შემონახული, გვიან შუა საუკუნეთა ტიპური მთის საცხოვრებელ კომპლექსთა მთელი მუზეუმი.

სამწუხაროდ ეს მუზეუმი თვალდათვალ ინგრევა და დროულად თუ არ ეშველა, ხელიდან გაგვიქრება.

მის შესანარჩუნებლად პირველადი და განუმეორებელი სახით თავგამოდებით იღვწის არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“, რომელმაც აღწერა ამ ხეობაში არსებული დიდძალი კულტურის ძეგლები და საზაფხულო ბანაკიც მოაწყო, რათა ახალგაზრდებს საშუალება მისცემოდათ, თავიანთი თვალით დაეთვალიერებინათ ეს ყველაფერი, განეცადათ და შემდგომი შესწავლის სურვილიც გასჩენოდათ.

„ლომეკი“ თავს არ ზოგავს აქაურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ მარტო რას გაწვდება, თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა, თავის თავზე რომ აიღებს თრუსოს ხეობის ისტორიული სახის შენარჩუნებას, თორემ დათმობით ხომ არ უნდა დაუთმობდეს თვითმარქვია შთამომავლებს.

საამისო სურვილი კი არსად კრთის ხელისუფლებასა თუ მმართველ პარტიაში, დუმილს რომ ამჯობინებენ, არადა ესეც ის დუმილია, რაც დანაშაულის ტოლფასია,“- განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ