უკან
სამართალი
16 იანვარი, 2018 10:55
ესპანეთში ბინების ძარცვისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები არიან 26, 33 და 40 წლის მამაკაცები.
ისინი სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ვალიადოლიდში სულ მცირე, 9 სახლი გაძარცვეს.