უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 ივნისი, 2019 12:30
font-size

ესპანეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გამართა

6 ივნისს, ქ. მადრიდში, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სუბდირექტორატის დირექტორმა, ხორხე ურბიოლამ.

საქართველოს ელჩმა და ესპანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებსა და მსგავსებებს.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის, ასევე, მადლობა გადაუხადა მიღებაზე მყოფ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლილიკაშვილს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოსა და ესპანეთს შორის ნაყოფიერი პოლიციური თანამშრომლობისთვის, ელჩმა მადლობის სიგელები გადასცა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 მაღალჩინოსანს.

ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე წარსდგა ქართული ფოლკლორული მუსიკის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ასევე, მოეწყო ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა. ღონისძიებაზე საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო 300-მდე სტუმარი, მათ შორის ესპანეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელის ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე, ვენესუელის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი, ეკარი და ესპანეთში მყოფი მადუროს რეჟიმის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“ - ინგუშეთის პირველი პირი თანამდებობას ტოვებს

25 ივნისი, 2019 , 11:42

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი სპეციალურ ტელემიმართვაში არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა და ამ დაქსაქსულობაშ

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25 ივნისი, 2019 , 11:15

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლ

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2019 , 18:40

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

22 ივნისი, 2019 , 17:50

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს. „რ

ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება - დონალდ ტრამპი

22 ივნისი, 2019 , 11:42

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას

დავით ზალკალიანმა შვედ ხალხს ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა მიულოცა

20 ივნისი, 2019 , 11:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც შვედეთის ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა საზეიმოდ აღინიშნა.