დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ესპანური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ბოსტნეულის სათბურების კომპლექსის მშენებლობაში არიან სპეციალიზებული.
სააგენტო ,,აპსნი პრესის” ცნობით, შეხვედრაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლესიკ აიბაც მონაწილეობდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალტექნოლოგიური სათბურების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნულ პროექტში აქცენტი აფხაზეთის კლიმატურ პირობებზე კეთდება.
ანქვაბის განცხადებით, მთავრობისათვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება მოხდება.
“ჩვენ ამ პროექტს ყურადღებით შევისწავლით და ძალიან მოკლე დროში ჩამოვყალიბდებით, ვიმუშავებთ თუ არა ამ პროექტზე თუ სხვა პროექტებს გავეცნობით. შემოთავაზებები ამ სფეროში არც ისე ცოტაა’’, - განაცხადა ანქვაბმა.


















