უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

28 ოქტომბერი, 2021 15:31
font-size

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრს კალე ლაანეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

„ესტონეთის ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც ხდება კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არის მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის“, – განაცხადა კალე ლაანეტმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ გატარებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციაზე.

საოკუპაციო რეჟიმმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა

5 იანვარი, 2022 , 15:26

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

29 დეკემბერი, 2021 , 20:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია &b

დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

29 დეკემბერი, 2021 , 15:03

ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას ართულებს და ბაზისურ ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - სუს-ი

27 დეკემბერი, 2021 , 14:25

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია

24 დეკემბერი, 2021 , 18:12

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

23 დეკემბერი, 2021 , 15:30

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი