უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 აგვისტო, 2018 17:50
font-size

ესტონეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ესტონეთის ომის მუზეუმში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის „საქართველო 2008“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, ასევე საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.

ელჩმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ წარმოაჩინა რომ შესწევს ძალა მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე. მან მადლიერებით აღნიშნა ესტონეთის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ესტონეთის პარლამენტის წევრმა გენერალმა ანტს ლაანეოტსმა, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ გენერალი ლაანეოტსი, „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - გამომწვევი მიზეზები და ქვეტექსტი“ ნაშრომის ავტორია.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის ომის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით 8 აგვისტოს გაიხსნა და მომდევნო 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ფოტო-გამოფენა მომზადებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა” და „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ და მისი თავდაპირველი ვერსია გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი