უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ოქტომბერი, 2018 17:10
font-size

„ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს უკვე 20-მდე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოაწერა ხელი - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს ამ ეტაპზე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „ეთიკის პრინციპებზე“ ყველა კანდიდატი თანხმდება და შესაბამისად, მას აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტს ყველა კანდიდატი ხელს ერთი კვირის ვადაში მოაწერს.

„პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი თუ წარმომადგენელი ჩართული იყო ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს და გრძელდება ხელმოწერების პროცესი. უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და კიდევ ველოდებით დარჩენილი კანდიდატების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას, ვინაიდან, ჩვენ წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმების შედეგთან დაკავშირებით გვაქვს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, სარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ეთიკის პრინციპები“, რომელიც გახლავთ: საზოგადოების ინტერესების დაცვა, ძალადობაზე უარის თქმა, მუქარის, შანტაჟისა და სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის პატივისცემაა, როდესაც კანდიდატები ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, - განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება კანდიდატების მიერ „ეთიკის პრინციპების“ დაცვას, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, „საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასონ, რამდენად იცავს ესა თუ ის კანდიდატი „ეთიკის პრინციპებს“ “.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ცერემონიას ასევ

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელლენს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ავს

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ სიტყვით გამოსვლით გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე

საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო - სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მ