უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2018 14:50
font-size

ეთნიკური უმცირესობები ომბუდსმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის წარსადგენად საკუთარ კანდიდატურას სთავაზობენ

საქართველოს ეთნიკური უმცირესობების 60–ზე მეტი ორგანიზაცია ომბუდსმენს პარლამენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარსადგენად იზაბელა ოსპოვას კანდიდატურას სთავაზობს.

ორგანიზაციები სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის წვლილზე საუბრობენ და ნინო ლომჯარიას თხოვენ ამჯერად მაინც გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა.

"ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი და ეთნოსთაშორისი ურთიერთობის წარმატება, რისთვისაც აუცილებელია, რომ ყველა ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობები უშუალოდ მონაწილეობდნენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ კანონით დაკისრებული როლის შესრულებისთვის საჭიროა მის საქმიანობასა და მართვაში ეთნიკური უმცირესობების უშუალო ჩართვა და მონაწილეობა”,-აცხადებენ ორგანიზაციები.

60–ზე მეტი ორგანიზაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი არის ის ორგანო, რომლებიც ქვეყანაში იცავს ადამიანის უფლებებს, არის ეთნიკური უმცირესობების ქომაგი და შესაბამისად, მათ ამის გამო ომბუდსმენის განსაკუთრებული იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გუშინ გადაუგზავნა.

პარლამენტი კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად წარმოდგენილი 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

ცირა გურგენიძე

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში არიან: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი” და „ევროპული საქართველო” - კვლევა

9 ივლისი, 2020 , 14:40

2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2020 , 14:01

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვ

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე - გიორგი გახარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები - ელენე ხოშტარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “ამ მთავრობას ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე