უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2017 16:00
font-size

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მეორე ეტაპი იწყება

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი იწყება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისარგებლეს, ან სარგებლობენ „1+4“ პროგრამით, შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ კურსებზე სწავლის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ, საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩეულ უწყებაში, სასურველი მიმართულებით სტაჟირება გაიარონ.

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნული სიახლის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს.

„ეს პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროექტის - „1+4“ პროგრამის მონაწილეთათვის. ამ პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენას - ქართულს სწავლობენ და შემდეგ სახელმწიფო ენაზე უმაღლესი განათლების მიღებას სასურველი მიმართულებით აგრძელებენ. მინდა გითხრათ, რომ წლების განმავლობაში იზრდება ამ პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი, რაც ერთ მარტივ რამეს აჩვენებს- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახლაგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს, აქვთ სურვილი და ინტერესი, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია საკუთარ სამშობლოში მოახდინონ.

„რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი წინაპირობა სახელმწიფო ენის ჯეროვანი ფლობაა და ზუსტად ასეთ კვალიფიციურ ახალგაზრდებს გვინდა შევუწყოთ ხელი, რათა შემდგომ, პროფესიულ ცხოვრებაში, წარმატებას მიაღწიონ. ეს პროგრამა სწორედ ამისთვისაა გამიზნული. მაგალითად, 1+4“ პროგრამაში 2010 წელს თუ 247 სტუდენტი ჩაირიცხა, 2017-2018 აკადემიური წლისათვის უკვე 1047 სტუდენტი გვყავს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას წარმატებით აგრძელებენ. სწორედ ამ ადამიანებისათვის, „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის და დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისათვის ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას.

„საპილოტე პროგრამა ჩვენი აპარატის ინიციატივითა და გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს განვითრების სააგენტოს ხელშეწყობით წლის დასაწყისში განვახორციელეთ - 65-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ სტაჟირება 20 საჯარო უწყებაში უკვე გაიარა. შედეგები ძალიან პოზიტიური იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამისათვის უკვე სამართლებრივი და ინსტიტუციური ფორმა მიგვეცა, გარკვეული ვალდებულება აგვეღო და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წასახალისებლად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა, წაახალისოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმება და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციას.

სტაჟირების განაცხადი საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდება. მიღება წლის განმავლობაში 2 ნაკადად გამოცხადდება - გაზაფხულზე (აპრილი) და შემოდგომაზე (ნოემბერი).

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 13:20

მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

6 დეკემბერი, 2019 , 18:38

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

6 დეკემბერი, 2019 , 17:05

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან ცნობით, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`