უახლესი ამბები
- 19.02.2019 15:34მათ აქვთ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან, რომ შეამსუბუქონ მამა გიორგის მდგომარეობა საზოგადოების თვალში - დეკანოზის მეგობარი
- 19.02.2019 15:15იმედი მაქვს, უფრო ზურგგამაგრებული ვიქნები არგუმენტებით, რომელსაც პროკურატურა მოგვცემს - რომან კაკულია „თიბისის“ საქმეზე
- 19.02.2019 15:15არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ - „სიტროენ ჯორჯიას` დამფუძნებელი
- 19.02.2019 14:10„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
- 19.02.2019 14:10საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
- 19.02.2019 14:10ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან
- 19.02.2019 13:05რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
- 19.02.2019 12:50იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა
- 19.02.2019 12:50კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
- 19.02.2019 12:45ამ ეტაპისთვის ინსულტის დიაგნოზი არ დასტურდება - მარინე გელანტია
არქივი
რეგიონები


ეთნოგრაფიული მუზეუმი „მაკდონალდსის“ სანაცვლოდ - აქცია ქუთაისში
ქუთაისში საინიციატივო ჯგუფმა - „ქუთაისი მომავლისთვის“ საპროტესტო აქცია გამართა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, „მაკდონალდსის“ ნაცვლად ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა მუზეუმის გამოსახულებიანი ბანერიც გამოფინეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური წრეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის აზრით, „მაკდონალდსი“ ქალაქის ცენტრში არ უნდა აშენდეს. აქცია ანალოგიური მოთხოვნით 17 იანვარს გაიმართა. მაშინ პროტესტის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გასცენ პროექტის მშენებლობის ნებართვა.
საზოგადოების ნაწილის აზრს არ იზიარებს ქალაქის მერი შოთა მურღულია. მისი თქმით, სოციალური ფონის გამოსწორების გზა ინვესტიციაა.
"ყველამ ემოცია უნდა შეიკავოს და ძალიან მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქალაქში მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს. სოციალური ფონის გამოსწორების ერთადერთი შესაძლებელობა არის ინვესტიცია. რა თქმა უნდა, ინვესტიცია ყველაფრის სანაცვლოდ არა. ის, რაც გაკეთდება, უნდა იყოს ლამაზი და საზოგადოებისთვის მისაღები. მიუღებლად მიმაჩნია ის გამოსვლები, რომ ინვესტორი თურმე ცუდია", – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობის პროექტზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის, თუმცა, ადგილზე ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ასევე ცნობილია, რომ ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „მაკდონალდსის“ გარდა სასტუმრო და ეკლესია აშენდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
19 თებერვალი, 2019 , 13:05

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება
18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა
18 თებერვალი, 2019 , 14:00
მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის
18 თებერვალი, 2019 , 10:15
ხანძარი თიანეთში - მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
18 თებერვალი, 2019 , 10:15
ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
16 თებერვალი, 2019 , 14:20