უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 აპრილი, 2017 17:25
font-size

ე.წ ელიავას ბაზრობის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ ისინიც იმათ ბედს გაიზიარებენ ვინც ბავშთა სამყაროში ქონება დაკარგა - ალექსანდრე კობაიძე

“ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ე.წ ელიავას ბაზრობის თანამშრომლების მომართვის საფუძველზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოვაჭრეების ქონება საფრთხეშია, მისი თქმით იქ დასაქმებულ ადამიანებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ბავშთა სამყაროს ბედს გაიზიარებენ.

კობაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს, რათა დაინტერესდნენ ამ საკითხით და გაესაუბრონ იქ დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ ვის აწყობს ამ საკითხით მანიპულირება და რის საფუძველზე საუბრობენ ეს ადამიანები შესაძლო ხანძარზე.

“ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების მომართვის საფუძველზე ვაკეთებ განცხადებას, მათი ბიზნესი საფრთხეშია, მათივე თქმით არ გამორიცხავენ, რომ ისინიც იმათ ბედს გაიზიარებენ ვინც რამოდენიმე თვის წინ ბავშთა სამყაროში ქონება დაკარგა და მათი ოჯახების შემოსავალი ფერფლად იქცა.

სამწუხაროდ ხელისუფლებამ ბოლო დროს შეგვაჩვია შუაღმეს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას და შემდეგ დაკარგული ქონების ფუჭად დათვლას, თუ კი ეს ინფორმაცია გამართლდა და ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, ჩვენ ისევ მივიღებთ ქუჩაში ულუკმაპუროდ დარჩენილ ათასობით ოჯახს, მივიღებთ უპასუხიმგებლო, დაუსაბუთებელ და არაფრის მთქმელ ექსპერტიზის დასკვნებს და ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვიღაცის ბიზნესი და მასთან ერთად ბაზრობაზე არსებული ქონება განადგურდება.

ჩვენ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ 2015 წელს ე.წ ელიავას ბაზრობაზე საღებავების განყოფილების გადწვა, შემდეგ გვიან ღამით გაურკვეველ მდგომარეობაში სავაჭრო ცენტრ “საბას” შენობის ნაწილის დაწვა, სულ ეხლახანს კი “ბავშთა სამყაოს” შენობა ასევე გაურკვეველ და დაუდგენელ ვითარებაში გადაიწვა და განადგურდა იქ მომუშავე ხალხის ქონება.

ეხლა კი იგივე საფრთხე ე.წ ელიავას ბაზრობაზე მყოფ მოვაჭრეებს ემუქრება, რის გამოც თანამშრომლებს ბაზრობაზე სარეალიზაციოდ გამზადებული საქონელიც კი ვერ ჩააქვთ, მათი თქმით ეშინით იგივე ზიანი არ მიიღონ რაც რამოდენიმე თვის წინ რკინგზიზს სადგურში მოხდა, და მათაც არ დარჩეთ მშიერი ოჯახები და ფერფლად ქცეული ქონება, რომლითაც შვილებს ლუკლმაპურს აჭმევენ,”- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0738 ლარი გახდა

14 აგვისტო, 2020 , 18:26

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

14 აგვისტო, 2020 , 18:02

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმში, ერთ-ერთ სასტუ

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაცმოძრაობა` პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

14 აგვისტო, 2020 , 17:52

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს დავით

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

14 აგვისტო, 2020 , 17:43

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა

14 აგვისტო, 2020 , 16:44

SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.  SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ი

დასაშვებია, რომ კარგად განიავებულ საკლასო ოთახში, დისტანციის დაცვის პირობებში, ბავშვები იყვნენ პირბადის გარეშე - თამარ გაბუნია

14 აგვისტო, 2020 , 15:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე