უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 აპრილი, 2020 15:10
font-size

ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო პირობებში არ მომხდარა, მათი დაინფიცირება მოხდა კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში - პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირება მოხდა კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.

„მოდით ასე ავხსნათ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველა დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს და აი ეს ხორციელდება მაგალითად, ჩვენთან ლუგარის ცენტრში, თანამშრომლები უნდა დაიყვნენ ბრიგადებად. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი ამ დროს იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის აი ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. მათ ასე ზუსტად, რაც იყო რეკომენდაცია, გაყოფილი ჰყავდათ თავიანთი თანამშრომლები და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული მოდით ასე ვთქვათ, კოლექტიურ თვითიზოლაციაში. სამწუხაროდ მოხდა სწორედ ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა და ამან გამოიწვია, რომ დიდი რაოდენობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა სწორედ აი ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა. ისინი, ვინც უწყვეტად უნდა იმუშაონ, ამ ადამიანებს დღესაც ვურჩევთ, ოღონდ აი ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან იქ, სადაც ეს ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. ორკვირიანი ბრიგადები სწორედ მაგიტომ არის, რომ თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს ამ დროს მუშაობას. მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“