უკან
სამართალი
6 იანვარი, 2017 11:40
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებენ
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულებს - რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ. ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს გაათავისუფლებს.
ამასთან, გათავისუფლება არ შეეხება მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე აქვს გამოტანილი.
ნინო ექვთიმიშვილი