უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

21 ნოემბერი, 2017 12:50
font-size

ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანარჩენ საქართველოსთან არსებული ერთადერთი გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

„ძალიან სამწუხარო და ცუდი პრაქტიკაა, როდესაც სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ხდება ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვა, რომლითაც ადამიანებს საერთოდ ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, უპირველეს ყოვლისა ცხინვალის რეგიონისა და მისი მოსახლეობისათვის. ასეთ პრაქტიკას ადგილი აქვს 2008 წლიდან მოყოლებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადასასვლელი გაიხსნება, შეუძლებელია, ჩაიკეტოს დიდი ხნით, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც ხდება ამ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, უკვე დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობების ფონზე“, - თქვა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს დანარჩენ ნაწილთან არსებული საზღვარი 22 ნოემბრის დილის 6 საათიდან 24 ნოემბრის საღამოს 9 საათამდე დაიკეტება. ამის მიზეზად სიმამაცისა და სახალხო ერთობის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების ზომების დაცვა დასახელდა.

ანა მებურიშვილი

აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა ჩაცხრილეს

13 დეკემბერი, 2017 , 22:35

სოხუმში მკვლელობა მოხდა. სოხუმი-ფსოუს ტრასაზე, გუმისტის ხიდზე უცნობმა პირებმა მერსედესის მარკის ავტომანქანაში დიმიტრი ჰაგბა და პაველ არძინბა ჩაცხრილეს. შემთხვევა თბილისის დროით დაახლოებით 18 საათზე მოხდა. ადგილზე მუშაობე

ფიფა ოკუპირებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის მოსახლეობას ბილეთების ონლაინ შეძენას უბლოკავს

13 დეკემბერი, 2017 , 21:02

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები ონლაინ რეჟიმში 2018 წლის ფებურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებს ვერ ყიდულობენ. ამის შესახებ ოსური მედია წერს. დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკ

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება

12 დეკემბერი, 2017 , 11:35

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი იწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შერიგებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში მხარეები ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებ

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს

9 დეკემბერი, 2017 , 14:38

რუსმა ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის განაპირას, ადგილობრივი მამუკა სამხარაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამხარაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს. სამხარაძის ოჯახი დახმარებას მთავრობას სთ

სოფელ კირბალიდან გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახს ჯარიმის გადახდა არ შეუძლია

9 დეკემბერი, 2017 , 12:55

სოფელ კირბალიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მამუკა სამხარაძის ოჯახი ჯარიმის სახით დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდას ვერ ახერხებს. როგორც პირველ არხს სამხარაძის მეუღლემ განუცხადა, მათი ინფორმაციით, 

ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების მონაწილეობით სწავლება იმართება

4 დეკემბერი, 2017 , 17:35

რუსი სამხედრომოსამსახურეები ე.წ სამხრეთ ოსეთის პოლიგონზე სწავლებას მართავენ. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სწავლებაში 58-ე სამხედრო ბაზის 1,5 ათასზე