უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 იანვარი, 2017 16:35
font-size

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დაახლოებით 2 თვეში გათავისუფლდებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

გადაწყვეტილების თანახმად, ხუთივე ბრალდებული უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

შედეგად, მეორე ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს: გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.

2016 წლის 16 მაისს ხუთივე ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ნინო ექვთიმიშვილი

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა

13 ნოემბერი, 2018 , 11:20

თბილისში ტაქსის მძღოლის ავტომობილი კლიენტმა გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანის მფლობელს კლიენტმა საჭესთან დაჯდომა სთხოვა. „ვტაქსაობდი და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვ

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დად

ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

12 ნოემბერი, 2018 , 16:25

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია, თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, რო

სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2018 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დ

სასამართლომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12 ნოემბერი, 2018 , 13:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. მთავა

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

12 ნოემბერი, 2018 , 12:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედანზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოძიება დაიწყო. როგორც მედიანიუსს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია ძაადობის ფაქტზე სისხლის სამართლის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`