უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 აგვისტო, 2018 13:45
font-size

ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების - „მედფორმინის“, „გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდი“ შეძენა ორშაბათიდან ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი

მედიკამენტების – „მედფორმინის“, „გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდი“ შეძენას მოსახლეობა ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

„გამოკვეთილია რამდენიმე პრიორიტეტი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპს ინსულინი სჭირდება, მეორე ტიპის დიაბეტს კი – ტაბლეტები. მეორე ტიპის დიაბეტის წამლებზე ფასი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. ამ ტიპის დიაბეტს კარგად კეტავს სამი მთავარი მედიკამენტი – „მედფორმინი“, „გლიმეპრიდი“ და „გლიკლაზიდი“. უკვე მაისში დაიწყო გაიაფება და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი „მედფორმინის“ შეძენა ორშაბათიდან უკვე ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, შარშან დაიწყო პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითად ქრონიკული დაავადებებს, რაც არ არის საკმარისი.

„პროექტს სჭირდება გაფართოება, რადგან ფინანსური ბარიერი მაღალი არა მარტო სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც. ამიტომ, ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – წელს, მაისში წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, უკვე მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი. ორშაბათიდან ამოქმედდება შემდეგი ეტაპი“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა თავისი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა.

„ეს გამოიხატა იმაში, რომ მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები. შედეგად, ამ სამ მედიკამენტზე უკვე მთლიანად მოსახლეობას და არა მხოლოდ სოცდაუცველებს ან პენსიონერებს, გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდა.

პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი

27 თებერვალი, 2021 , 15:24

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს გააგრძელებენ. „დღეს მეცამეტე კარავი იშლე

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა

27 თებერვალი, 2021 , 15:19

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენ

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო

27 თებერვალი, 2021 , 14:34

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. 'ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლას

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი

27 თებერვალი, 2021 , 14:29

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში, წერს: “დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს მოვიწერო გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს

თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

27 თებერვალი, 2021 , 14:19

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიე

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი

27 თებერვალი, 2021 , 12:00

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შ