უკან
პოლიტიკა
31 მაისი, 2017 13:25
ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება - ვახტანგ გომელაური
ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა.
"მოიაზრებიან კანდიდატები. რამდენიმე კანდიდატია. მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ",- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისათვის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი უნდა დაინიშნოს.
დანიშვნის პროცედურის თანახმად, სუს-ის ხელმძღვანელი სპეციალურ კომისიას აღნიშნულ თანამდებობაზე სამ კანდიდატს შესთავაზებს, რომელთაგან ერთს კომისია შეარჩევს და მას დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ახალი კანონი 31 მარტს ამოქმედდა.
ნინო ექვთიმიშვილი