უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
არქივი
საზოგადოება
ე.წ. საკომენდანტო საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები - გიორგი გახარია
ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სრული კარანტინი, ე.წ. საკომენდანტო საათი ნიშნავს, რომ 21:00 საათიდან დილის, 06:00 საათამდე ფუნქციონირება შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს, სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც დღეს ჩვენ შეგვეძლო იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებინა საყოველთაო კარანტინი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.