უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კონფლიქტის ზონა
26 ნოემბერი, 2018 14:30
ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო საზღვარს კეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.
ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება“, - ნათქვამია დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაში.