უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

19 ივნისი, 2017 14:15
font-size

ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო რეჟიმს დროებით ამკაცრებს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ასევე „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე რიგი ღონისძიებები ტარდება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის კონტროლის გაძლიერებისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ღონისძიებების მიზანია დანაშაულის პროფილაქტიკა სასაზღვრო ზონაში.

დე-ფაქტო უწყების ცნობითვე, აღნიშნულ პერიოდში სახლიდან გასვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი, 2017 , 11:25

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2017 წლის 20-21 ივნისს ჟენევის

სოხუმში აფეთქება დისტანციურად განხორციელდა - დე ფაქტო პროკურატურა

20 ივნისი, 2017 , 15:40

სოხუმში, გვიან ღამით ერთ-ერთი სახლის ეზოში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. ამის შესახებ დე ფაქტო გენერალური პროკურატურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად განაცხადა. დე ფაქტო უწყების

სოხუმში,ე.წ მთავრობის სახლში სროლა მოხდა

20 ივნისი, 2017 , 15:20

სოხუმში, დე ფაქტო მთავრობის შენობაში, ე.წ ინვალიდების ფონდის თავმჯდომარის კაბინეტთან სროლა მოხდა. „Абхазия-Информ“-ის ინფორმაციით, იმ პირის გვარი დგინდება, ვინც სროლა გამართა. „მესამე კორპუსში შეიარაღებ

სოხუმში გვიან ღამით აფეთქება მოხდა

20 ივნისი, 2017 , 12:20

სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებრაე მრავალსართულიან სახლებში მინები ჩაამსხვრია. ინციდენტის შედეგად ერთი ადამია

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

19 ივნისი, 2017 , 18:10

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.  მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულებ

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა

17 ივნისი, 2017 , 17:00

ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე ავტომობილების ნაკადის ნაკლებობა შეინიშნება. აფხაზეთისთვის ზაფხულის სეზონში ასეთი სურათი იშვიათობაა. ამის შესახებ Livejournal წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება სრულიად კანო