უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 მაისი, 2017 12:00
font-size

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ჰელბერტ ზალბერის ვიზიტს გამოეხმაურა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის ოკუპირებულ ცხინვალში განხორციელბული ვიზიტით გამოწვეულ სკანდალს გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება, დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდზე განთავსდა.

"აჟიოტაჟი, რომელმაც გამოიწვია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის ვიზიტმა ცხინვალში, გამაოგნებელია და მორიგ იმედგაცრუებას იწვევს იმ პრიორიტეტების მიმართ, რომელებსაც ეფუძნება ქართული პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ. ბატონი ზალბერის მიერ გამოვლენილი დიპლომატიური თავაზიანობა საქართველოში აღიქვეს, როგორც ევროპული კავშირისგან მისი ინტერესების ღალატი.

გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს ხელმძღვანელობა შესაშური სიჯიუტით ახდენს კატეგორიულ მიუღებლობას შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით და ბოლომდე ცდილობს მოეჭიდოს პროპაგანდისტულ პროექტს, სახელწოდებით - “საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“. საქართველოში აშკარად ბოროტად იყენებენ საერთაშორისო არენაზე მისი ინტერესების უპირობო მხარდაჭერის მოთხოვნებს, მათ შორის შუამავალთა მხრიდანაც, რომლებმაც უნდა დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

ოფიციალური თბილისის ქცევა თვალსაჩინოა იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე. ჟენევის დისკუსიის ქართველი მონაწილეების ასეთი განწყობა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაბრკოლებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებასა და მიღების გზაზე", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

უკანონო ბორდერიზაციიდან 10 დღის შემდეგ პრეზიდენტი ისევ დუმს

16 აგვისტო, 2019 , 15:44

ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლები. რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. ბანერები დამონტაჟებულია, მავთულხლართები გავლებული, მოსა

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან

16 აგვისტო, 2019 , 13:46

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან. ისინი ე.წ. საზღვართან სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლ

გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ

16 აგვისტო, 2019 , 11:36

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს დილით სამუშაოები არ განუახლებიათ. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორ

ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - საქართველოში აშშ-ის საელჩო

16 აგვისტო, 2019 , 10:55

ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტ

ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო - ერიკ ჰოგი

15 აგვისტო, 2019 , 18:29

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი ეხმაურება. „ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზო

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა

15 აგვისტო, 2019 , 11:33

დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. ამის შესახებ “რუსთავი 2“ იტყობინება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ გან

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს