უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 აპრილი, 2017 11:40
font-size

ე.წ სამხრეთ ოსეთში გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს

ე.წ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს გამართული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, ოქმების 35%-ის დათვლის შედეგად, ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს.

ამის შესახებ დე ფაქტო ცესკო-ს თავმჯდომარემ ბელა პლიევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დათვლილი ოქმების შედეგად, ანატოლი ბიბილოვმა ხმათა 48,7% მოიპოვა, ლეონიდ თიბილოვმა 26,5%, ალან გაგლოევმა 19.1%.

ამასთან, როგორც ინტერფაქსი წერს, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო შტაბის მიერ დათვლილი ოქმების შედეგად, მან აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა.

„ყველა ოქმი გვაქვს. ჩვენი შტაბის დათვლით, ჩვენი აბსოლუტური გამარჯვება 54,9% შეადგენს. მეორე ტური არ გაიმართება, რადგან მოსახლეობის 54.9%-მა ხმა ანატოლი ბიბილოვს მისცა“,-განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა.

რაც შეეხება ე. წ სამხრეთ ოსეთისთვის სახელწოდების -„სახელმწიფო ალანიაზე“ შეცვლასთან დაკავშირებით გამართულ პარალელურ რეფერენდუმს, პლიევას თქმით, იდეის მომხრე მოსახლეობის 78,2%-ი აღმოჩნდა, 21,8% წინააღმდეგი.

მონიკა დავლიანიძე

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი