უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
საზოგადოება
21 აგვისტო, 2019 16:15
ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური - კახა კალაძე
„ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური, ეს უკანონოა“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
მისი თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს და სხვა პირების მიერ თანხების მოთხოვნა დანაშაულია.
„თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება .
ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა გადაუხდის ფულს, თუ უნდა არ გადაუხდის. ამ ადამიანებს არ აქვს არანაირი უფლება მოსთხოვოს მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა., – აცხადებს კახა კალაძე.