უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 ნოემბერი, 2017 12:35
font-size

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

საუბარია ფირცხალავას მიერ ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის აგენტობაში დადანაშაულებაზე.

პროკურატურა ფირცხალავას ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ედავება.

დაცვის მხარე კი, ძიების შეწყვეტას მოითხოვს.

„გაიმართება ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმის ირაკლი ფირცხალავს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სასამართლო პროცესი, სადაც დავასაბუთებთ ხსენებული ბრალდების პოლიტიკურ მოტივირებულობასა და აბსურდულობას. შესაბამისად, ვიშუამდგომლებ სასამართლოს წინაშე, რათა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა“,- განაცხადა ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ცინცქალაძემ.

ირაკლი ფირცხალავამ ივნისში საპატიმროდან მედიას წერილი გამოუგზავნა, სადაც საუბრობს, რომ ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე სუს-ის აგენტია.

მისი მტკიცებით, „ირაკლი მამალაძე გადაბირებულ იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ ფსევდონიმით „პრესა“. მას აქტიურად იყენებდა კუდ-ი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად; საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად და ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის. მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებისთვის. იგი იყო ე.წ. აგენტ-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება. პროკურატურისა და თვითონ მამალაძის მტკიცება რაღაც უბედურების თავიდან აცილებაზე, არის სუფთა ფარსი და არანაირად არ წარმოადგენს სიმართლეს".

მონიკა დავლიანიძე

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი