უკან
სამართალი
11 ივლისი, 2017 11:55
ე.წ ციანიდის საქმეზე ის პირი დაიკითხება, რომელსაც დეკანოზი გველის შხამის შეძენაში დახმარებას თხოვდა
ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღესაც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
ბრალდების მხარემ 10-მდე მოწმეს დაკითხავს, მათ შორის არის მოწმე, რომლისგანაც დეკანოზი გველის შხამის შეძენაში დახმარებას ითხოვდა, ასევე ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, მის მიერ გამოქევენბეულ Facebook პოსტის გამო.
„დღეს ისევ გაგრძელდება ბრალდების ხმარის მტკიცებულებების გამოკვლევა. უნდა დაიკითხოს მოწმეები რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე. მათ შორის არიან ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი, ასევე ადამიანი, ვისაც გველის შხამს თხოვდა ბრალდებული 2016 წლის ზაფხულის თვეში, ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: ჩხრეკები, დაკავება “,-აღნიშნა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
მონიკა დავლიანიძე