უკან

სამართალი

8 მაისი, 2017 17:15
font-size

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებას - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

,,საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მიერ ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

2017 წლის 5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ. შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სხდომის სრულად დახურვის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ინტერესების დაცვა

ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182–ე მუხლის მე–3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობას ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის დროს. თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

დაცვის მხარემ სასამართლოზე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო მიზნებისთვის საკმარისი იქნებოდა სხდომის ნაწილობრივ დახურვა. სამწუხაროდ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182–ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. სწორედ სასამართლო სხდომათა საჯარობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელთა გამოკვლევა მოხდება არსებითი სხდომის ფარგლებში. შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვის საჭიროებაზე დამაჯერებელი პასუხი აუცილებელია.

იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა, თუმცა დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, საჯარო პროცესი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30 მაისი, 2020 , 17:15

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

30 მაისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ. ა. და 1996

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მაისი, 2020 , 14:25

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd