უკან

სამართალი

4 ოქტომბერი, 2017 16:05
font-size

ე.წ ციანიდის სასამართლო პროცესის საქმეზე ჟურნალისტები დაიკითხებიან

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინმფორმაციით, სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის მედიაში მოხვედრის საკითხზე, პროკურორები, ჟურნალისტები და სავარაუდოდ, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურაში განაცხადა, რომ ყველა კითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

მისიცვე თქმით, საგამოძიებო უწყებაში ძირითადად აინტერესებდათ, როგორ მოხდა აუდიო ჩანაწერი მედიასაშუალებების ხელში.

„კითხვები ეხებოდა შემდეგს: რამდენად მქონდა შეხება გასაჯაროებულ ინფორმაციასთან, ანუ ჩვენებებთან. მე ძალიან კონკრეტულად და ძალიან მოკლედ ვუთხარი, რომ ყველა ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემ მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით. კითხვების არეალი არის შემდეგი - ვის შეეძლო ეს ინფორმაცია მიეწოდებინა ტელევიზიებისთვის, ვისი დახმარებით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამის წყარო.

რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული იმაში რომ ჭეშმარიტება და ობიექტურობა დადგინდეს და კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს, იქნება კარგი.

როგორც ვიცი, მიმდინარეობს ყველა პირის დაკითხვა. კითხვაზე პასუხი მივიღე, რომ ყველა დაიკითხება, როგორც პროკურორები, ასევე ჟურნალისტები და ალბათ, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. ყველა ადვოკატს ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ყველაფერი მოხდეს მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით“,-განაცხადა რამიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება, სავარაუდოდ, ტელეკომპანია რუსთავი2-ისა და „ტვ პირველის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერზე დაიწყო, რომელიც ე.წ ციანიდის საქმის დახურულ პროცესზე ჩვენებების მიცემას შეეხება, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას.

მონიკა დავლიანიძე

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს - შს მინისტრის მოადგილე

7 ივლისი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვ

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

7 ივლისი, 2020 , 14:55

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და ა

6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 532 ფაქტი გამოვლინდა

7 ივლისი, 2020 , 12:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავ

შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

6 ივლისი, 2020 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნო

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

6 ივლისი, 2020 , 12:15

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლ

სურამში, მამაკაცმა მძინარე ცოლი ლოგინში ჩაცხრილა

6 ივლისი, 2020 , 11:28

სასტიკი მკვლელობა სურამში. 35 წლამდე კაცმა საკუთარი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა. შემზარავი შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე