უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ოქტომბერი, 2020 17:10
font-size

ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ და ხელისუფლების ნიღბები მოირგეს - დავით ჭიჭინაძე

ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ და ხელისუფლების ნიღბები მოირგეს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ამირან გამყრელიძეზე, თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეზე კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცნობილმა ექიმებმა ხელისუფლება გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან.

„ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ, როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გაჭიმული. ანუ, დღეს აღარაა ეკლესიაში სიარული საშიში, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან! ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ. თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც... 10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია.

ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია! საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო აცხადებენ, დაანებონ ტელევიზიებში დგომას თავი და ავადმყოფებს მიხედონ მაშინ! ეს ადამიანები პოლიტიკით არიან დაკავებული და არა ვირუსის მკურნალობით. შედეგი კი ისაა, რომ დღეს აღარც ხელისუფლების სჯერა არავის და აღარც ამ გამოჩენილი ექიმების.

ეკონომიკა რომ არ დაენგრიათ, უარესი შედეგი გვექნებოდა?! და ახლა, როდესაც ისევ ადამიანებს ზღუდავენ, პასუხი ვინ უნდა აგოს, ისევ ადამიანებმა? ისევ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და მთელი მათი დანაშაული ისაა, რომ მათავრობას დაუჯერეს? რადგან ზუსტად მათ დაკარგეს ყველაფერი, ვინც მთავრობას ენდო და დაუჯერა...

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა გარდაიცვალა, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც. კომერციული ბანკები მთავრობის დადგენილებას არ ასრულებენ, კანონს არღვევენ, ხალხს სულს ხდიან და მთავრობას ეს არათუ აღელვებს, ისევ ეკონომიკას ზღუდავს. სამაგიეროდ გვყავს პრივილეგირებული ადამიანების კლასტერი, ვინც მოიპარა ყველაფერი რაც მოსაპარი იყო, მათ შორის შემოსული დახმარებაც, ადამიანები კი შიმშილისთვის გაწირეს. აი, ეს უნდა დასრულდეს, 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის! არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც