უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი როსტისლავ ხუგაევი გახდა 15.05.2012 18:20

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი რუსი ბიზნესმენი როსტისლავ ხუგაევი გახდა.

,,კავკასკი უზელის” ცნობით, ხუგაევი დღეს დე-ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია.

ხუგაევს 30 ე.წ. დეპუტატიდან 29 დაუჭირა მხარი.

დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის საცხოვრებლად სამხრეთ ოსეთში გადავა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

მანამდე ხუგაევი სამარაში სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში 25 მარტს დე-ფაქტო განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.

3 მაისს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ე.წ. პარლამენტს როსტისლავ ხუგაევი წარუდგინა.