უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს მიერ ახალი ომის დაწყებას გამორიცხავს 15.07.2012 15:46

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი საქართველოს მიერ ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას გამორიცხავს.

,,ინტერფაქსის” ცნობით, თიბილოვმა მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ საქართველოსთან ახალი ომის შესაძლო დაწყების შესახებ გავრცელებულ ხმებს არ აჰყვეს.

,,ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენი მომავლის შენებაზე. მსურს, მოსახლეობას მივმართო და საქართველოს მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის დაწყების შესახებ ხმები ვუარყო”-აღნიშნავს თიბილოვი.

ე. წ. პრეზიდენტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის კონსულტაციები საქართველოს მიერ ტყვედ აყვანილ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.

,,ბევრი ჩვენი თანამოქალაქე 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის დისკუსიების წყალობით იმ ახალგაზრდა ადამიანებს ვიპოვით, რომლებიც ქართულმა ბანდფორმირებებმა ტყვედ აიყვანეს", - განაცხადა თიბილოვმა.