უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
კონფლიქტის ზონა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოს სამი მოქალაქე შეიწყალა 20.07.2012 13:10

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე შეიწყალა.

სააგანეტო ,,რესის” ცნობით, საქართველოს მოქალაქეების საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის იყვნენ დაკავებული.

,,დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეები _ შოთა მახარაშვილი, გიორგი მაირამიძე და ოთარ ჯავახი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა. საქართველოს მოქალაქეების ქართული მხარისთვის გადაცემა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე მოხდა, კერძოდ ქართველებით დასახლებულ პუნქტ ერგნეთში”, _ აღნიშნავენ დე-ფაქტო შინაგან სამეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში ივნისის თვეში დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ.