უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2021 17:31
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, „ეკო ჰაუს მერისმა“ კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 200,000 ლარია.

„ეკო ჰაუს მერისი“ მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.

„საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს მივმართავდით სასტუმროს განვითარებაში და ამის წყალობით ჩვენ შევძელით მეტი კოტეჯების და რესტორნის აშენება” , - ამბობს ლარისა გავრილიუკ „ეკო ჰაუს მერისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ეს პროექტი, რომელმაც ახალი ტენდენცია შექმნა საქართველოს სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმში, არ განხორციელდებოდა საქართველოს ბანკის დახმარების გარეშე. უკვე ბევრი მიმდევარი გვყავს და ბევრი აშენებს მსგავს კოტეჯებს მთებში, მთელს ქვეყანაში. საქართველოს ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ტურიზმის განახლებაში კოვიდის რთულ პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბანკს იმისთვის, რომ თავიდანვე გვენდო და ირწმუნა ჩვენი იდეის და სულ მზად არის დახმარებისთვის“,- განაცხადა ლარისა გავრილიუკმა.

კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.

„ჩვენს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სამომავლოდ, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ვგეგმავთ“,- დასძენს დამფუძნებელი.

NS

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი