უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ივლისი, 2025 11:32
font-size

Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-მ 2025 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა ჟიურის მიერ, აპლიკაციისა და ინტერვიუს საფუძველზე მოხდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ბანკი გამოირჩევა ინოვაციებისადმი მისწრაფებით, რაც მის მიერ შექმნილ სერვისებსა და პროდუქტებში აისახება. ეს კი განპირობებულია ფინანსური ინსტიტუტის გუნდის მთავარი ღირებულებით - შექმნას მომხმარებლისთვის მათზე მორგებული, ოპერაციული გამოცდილებები.

Euromoney-ს განცხადების თანახმად, სწორედ 2024 წელს საქართველოს ბანკის მიერ დანერგილი ციფრული ინოვაციები ფინანსური ინსტიტუტის მიერ მიღწეული წარმატების საფუძველი გახდა. ასეთ ინოვაციებს შორისაა: AI ჩატ-ბოტი, რომელზეც დღეისათვის ჩატების ინტერაქციების 40%-მდე მოდის, ეს კი ხელს უწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას; ასევე, პროდუქტი - ნაწილ-ნაწილ, რომელიც ცვლის მომხმარებელთა გამოცდილებას და ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას; Ads მენეჯერის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა 1.7 მილიონამდე მომხმარებელზე; მანქანის დაზღვევის სივრცე, ინდ. მეწარმეებისთვის ბიზნეს მობილბანკში შექმნილი საგადასახადო საკითხების მართვის სივრცე და სხვა.

“Euromoney ყოველწლიურად ახორციელებს Awards for Excellence-ის ჯილდოს, რომელიც მიზნად ისახავს, საბანკო ინდუსტრიაში საუკეთესო ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას, მათ მიერ შექმნილი სერვისებისა თუ პროდუქტების საფუძველზე. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივები ხაზგასმით გვაჩვენებს საქართველოს ბანკის მისწრაფებას, გაზარდოს მომხმარებლის კმაყოფილება და ოპერაციული გამოცდილება. ეს კი განაპირობებს მის მიერ ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მას საქართველოში საუკეთესო ბანკად აქცევს”, - ვკითხულობთ Euromoney-ს განცხადებაში.

„საქართველოს ბანკისთვის, Euromoney-ს მიერ მონიჭებული საუკეთესო ბანკის წოდება მნიშვნელოვანი აღიარებაა - ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასება, რაც ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი გუნდისთვის მომხმარებელი პროცესის ცენტრია, ტექნოლოგიური ინოვაციები მთავარი ინსტრუმენტი, არ გაჩერება კი ის მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენს წარმატებას განაპირობებს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა ფეხი ავუწყოთ მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ ინტერესებზე მორგებული გამოცდილება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი