უკან

ეკონომიკა

15 ივნისი, 2017 11:45
font-size

European Chamber-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი ბიზნესის წარმოების კუთხით 4 პოზიციით გაუმჯობესდა

European Chamber-ის კვლევის მიხედვით, „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ საქართველო მე-20 ადგილს იკავებს. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი გაიზარდა 64.7-დან 68.6-მდე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: ესპანეთი,იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

European Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს და 44-ე ადგილს Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში.

აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას.

რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი